"ქართული ოცნება" თეა წულუკიანს პრეზიდენტის პოსტისთვის ამზადებს, კახა კალაძეს - პრემიერ-მინისტრობისთვის" - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება“ კულტურის მოქმედ მინისტრს, თეა წულუკიანს პრეზიდენტის პოსტისთვის ამზადებს, თბილისის მერს, კახა კალაძეს კი პრემიერ-მინისტრობისთვის. ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
"მათ ერთი სული აქვთ, როცა თქვენ აღარ იქნებით პრეზიდენტი. მათ უკვე მომზადებული ჰყავთ წულუკიანი პრეზიდენტობაზე. წულუკიანი სჭირდებათ იმისათვის, რომ არასდროს, არავინ დაპატიმრებული არ გამოუშვას, ჩემი ჩათვლით, რა თქმა უნდა. თქვენც გემუქრებიან პატიმრობით. როდესაც გაუჭირდებათ არჩევნებამდე, უკვე ამზადებენ კალაძეს პრემიერად, იმიტომ, რომ სჭირდებათ პრაქტიკულად შიგნით გადაჯგუფება, მთავარია არაფერი პრობლემა არ შეექმნას ოლიგარქის ხელისუფლებას. კალაძეც ყურებით ჰყავს რუსეთს დაჭერილი, განსაკუთრებით "გაზპრომის“ კონტრაქტით და მთელი იმ კორუფციით, რომელმაც წალეკა თბილისის მერია, მანამდე ენერგეტიკის სამინისტრო და მთლიანად საქართველო,“ - განაცხადა სააკაშვილმა.