ბაჩო ოდიშარია ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსად დაწინაურდა
სამთავრობო ტელეარხ POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.
მანამდე ბაჩო ოდიშარია ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსის პოსტზე ოდიშარიამ სალომე დანელია შეცვალა.
ბაჩო ოდიშარია ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე წლის ზაფხულში დაინიშნა, როცა კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში რეორგანიზაცია დაიწყო. რეორგანიზაციის შედეგად კინოს სფეროში მომუშავე 400-ზე მეტმა ადამიანმა ეროვნული კინოცენტრის დამოუკიდებლობის მოთხოვნით ორგანიზაციას ბოიკოტი გამოუცხადა.
წყარო: „ნეტგაზეთი“