განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში - კოსტა სანიკიძეზე თავდამსხმელს ბრალი დაუმძიმდა
კოსტა სანიკიძეზე თავდამსხმელს ბრალი დაუმძიმდა - გიორგი გველესიანს მსახიობის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში ედავებიან.
დაკავებული ახლა დუმილის უფლებას იყენებს ის არ ამბობს რა მიზეზით დაესხა თავს მსახიობს და რატომ მიაყენა უმძიმესი დაზიანებები.
არსებული ინფორმაციით, გველესიანი სანიკიძეს ერთი კვირის წინაც ემუქრებოდა. პოლიციაში მსახიობს განცხადებაც ჰქონდა დაწერილი, თუმცა ვიდრე საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობამდე არ მივიდა, პოლიციამ არ იმოქმედა.
სანიკიძეს მეგობრები ამბობენ, რომ გველესიანს არ იცნობენ. მასთან ნაცნობობას თავად კოსტა სანიკიძეც უარყოფს. ამის შესახებ მან საკუთარ დედას უთხრა.
შეგახსენებთ, რომ მსახიობ, კოსტა სანიკიძეს თავს საკუთარ სახლში ორი დღის წინ გამთენიისას დაესხნენ. მას ცივი იარაღით ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ ცხელს კვალზე 24 წლის გიორგი გველესიანი დააკავა.