ახლა რომ მოინდომა ოპოზიციური პარტიის ლიდერობა, მგონი ავიწყდება მასაც და მის თანაპარტიელებსაც, რომ თავად თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე - მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე
ახლა რომ მოინდომა ოპოზიციური პარტიის ლიდერობა, მგონი ნამდვილად ავიწყდება მასაც და მის თანაპარტიელებსაც, რომ ის არ არის საქართველოს მოქალაქე და თავად თქვა უარი მოქალაქეობაზე - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ სააკაშვილის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ თავის თავზე იღებს პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელობას.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, პოლიტიკურ პროცესებში სააკაშვილის ჩართვაც ქვეყნის უმაღლესი კანონის და ზოგადად კანონმდებლობის სერიოზული დარღვევაა.
მგონი ავიწყდება მას [სააკაშვილს], რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი აქვს ნათქვამი. ახლა რომ ერთვება პოლიტიკურ პროცესებში ესეც სერიოზული დარღვევაა ქვეყნის უმაღლესი კანონის და ზოგადად კანონმდებლობის. ახლა რომ მოინდომა ოპოზიციური პარტიის ლიდერობა, მე მგონი ნამდვილად ავიწყდება მასაც და მის თანაპარტიელებსაც, რომ ის არ არის საქართველოს მოქალაქე და თავად თქვა უარი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობაზე“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.