თეგებით ძიება

"მოსკოვი მოსაზღვრე ქვეყნებში რუსული ენის პოზიციის ხელშეწყობითაა დაინტერესებული" - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ მოსკოვი დაინტერესებულია რუსული ენის პოზიციის ხელშეწყობით, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციის მოსაზღვრე ქვეყნებში. 

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი თავისი ძალისხმევის ნაწილს მიმართავს იმისთვის, რომ შრომითმა მიგრანტებმა რუსული ისწავლონ.

"დაინტერესებული ვართ რუსული ენის პოპულარიზაციის ხელშეწყობით, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში. ასევე, რუსულ ენაზე საგანმანათლებლო პროგრამების გაფართოებით, სხვა საკითხებთან ერთად, მიგრანტ მუშაკთა მომზადებაზე“, - ამბობს ლავროვი.

ლავროვმა აღნიშნა, რომ ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სპორტში საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება,  ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები და მოხალისეთა მოძრაობა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა