თეგებით ძიება

„მხოლოდ შეშლილს, ავადმყოფს, ზნეობისგან დაცლილ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს თავში მთელი რაჭის შემოღობვა“ - ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ამჯერად რისთვის იბრძვის მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის"?

მრავალჯერ ითქვა და კიდევ ერთხელ, კიდევ ათასჯერ უნდა გავუმეოროთ ერთმანეთს!

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს მთავრობებში დაწინაურებულმა საბაზრო ფუნდამენტალისტებმა ბოლომდე დაანგრიეს და მოსპეს ჩვენი ინდუსტრია, ჯართად გაყიდეს ფაბრიკა-ქარხნები, პრივატიზაციის ტალღას მიუგდეს ჩვენი საწარმოო საშუალებები, შექმნეს ეკონომიკა, რომელიც დგას ვალზე, ადამიანების ექსპლუატაციაზე...

უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში იმდენი რამ გაასხვისეს, რომ გასაყიდი აღარაფერი დარჩათ, ამიტომ უკვე ჩვენს მიწა-წყალს, ტყეებსა და მდინარეებს, ბუნებას მიადგნენ. 

მხოლოდ შეშლილს, ავადმყოფს, ზნეობისგან დაცლილ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს თავში მთელი რაჭის შემოღობვა, ათასობით ჰექტრის სამონადირეო მეურნეობად ქცევა და ამ ტყეებში ბიზონების მოშენება, რათა შემდეგ მულტიმილიონერებმა სახალისო შაბათ-კვირა მოუწყონ საკუთარ თავს.

ყველაფრის პრივატიზაციის, გაყიდვის შედეგად დავკარგავთ სახელმწიფოს. ახლა სად ყრიან ის ადამიანები, მხოლოდ ბრიუსელისგან რომ იცავენ ეროვნულ ღირსებას?

ღმერთმა ხელი მოუმართოს რიონის ხეობის მოძრაობას!“ - წერს ლევან ლორთქიფანიძე. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა