თეგებით ძიება

„ასეთი უცნაური პრეზიდენტი მოევლინა მოულოდნელად არგენტინას“ - რას წერს რომან გოცირიძე?

არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე ლიბერტარიანელმა, ხავიერ მილეიმ გაიმარჯვა. ამის შესახებ პარლამენტარი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

კარგი ამბებია არგენტინიდან: საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ლიბერტარიანელმა კანდიდატმა, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას, უარს ამბობს “ბრიკსში” გაწევრიანებაზე, სადაც რუსეთი და ჩინეთია დომინანტი, არის პროამერიკულად განწყობილი და ქადაგებს როგორც ყველა ლიბერტარიანელი მეტ თავისუფლებას. რაც შეეხება მის ულტრარადიკალურ ეკონომიკურ იდეებს, ცხოვრება აჩვენებს, რომ თეორია ერთია და რეალური ცხოვრება სხვა. დანაპირების მცირე ნაწილიც რომ შეასრულოს, იქნება ძალიან კარგი და პრეცედენტის მქონე. 

უცნაურია, რომ ლიბერტარიანელი კაცი აბორტის წიბააღმდეგ გამოდის. ალბათ,  ეს  მისი რელიგიური მრწამსიდან გამომდინარეობს. ამავე დროს, მისი რელიგიურობა ხელს არ უშლის  მკაცრი კრიტიკის ქარცეცხლში გაატაროს რომის პაპი, რომელიც ასევე არგენტინელია და მას კომუნიზმის დამქაშად მოიხსენიებს.😅

ასეთი უცნაური პრეზიდენტი მოევლინა მოულოდნელად არგენტინას. ჰო, კიდევ ერთი ამბავი-ფეხბურთის მეკარეც  ყოფილა დაბალი ლიგის გუნდში. 

წარმატებას ვუსურვებ!

ჩვენმა ლიბერტარიანელებმა გასაბერი გადასატანი ეკლესიის დაპირება რომ ვერ შეგვისრულეს, იქნებ ამან იქ მაინც გააკეთოს ეს. რა სჯობია იმას, გამოხვალ ეზოში, გაგიბერავენ ეკლესიას, მღვდელიც ეზოში მოგაკითხავს და დროსაც დაზოგავ. ყველა ფარცხალაძესავით მდიდარია კი არაა, პირადი ქვის ეკლესია რომ ჰქონდეს პირად საკუთრებაში - წერს გოცირიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა