თეგებით ძიება

„ჰამასი“ აცხადებს, რომ ახლოსაა ისრაელთან დროებით ზავთან

პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ დღეს, 21 ნოემბერს, გამოაცხადა, რომ ახლოსაა ისრაელთან დროებითი ზავის მიღწევასთან. „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიას განცხადება მოძრაობის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა.

ჰანიას თანახმად, პასუხი კატარელ შუამავლებს უკვე გაუგზავნეს. „ჰამასის“ ლიდერის ეს განცხადება, რომელიც პოტენციური შეთანხმების არანაირ დეტალებს არ მოიცავს, მისმა თანაშემწემ გაუგზავნა სააგენტო Reuters-საც.

დამატებითი დეტალები შეთანხმებასთან დაკავშირებით არ გავრცელებულა.

"ჰამასის" განცხადება თეთრი სახლის მსგავს განცხადებებს ადასტურებს. აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ ორშაბათს განაცხადა, რომ მოლაპარაკებები "დასრულს უახლოვდებიან" "ჰამასის" მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლების შესახებ - მაგრამ მან უარი თქვა პოტენციური შეთანხმების დეტალების დასახელებაზე.

წყაროებმა CNN-ს უთხრეს, რომ შესაძლო შეთანხმება მძევლების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად და საბრძოლო მოქმედებების დროებითი შეჩერება შეიძლება მოხდეს შეერთებულ შტატებს, ისრაელსა და "ჰამასს" შორის კვირეული მოლაპარაკებების შემდეგ, რომელსაც სპარსეთის ყურის ყურის სახელმწიფო კატარის შუამავლობით.

20 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებული მოლაპარაკება დასასრულს უახლოვდება. ამ პროცესში შუამავლის მისიას კატარი ასრულებს. ისრაელს პოტენციურ შეთანხმებაზე ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

სააგენტო AFP მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეთანხმებამ შესაძლოა, მოიცვას ცეცხლის 5 დღით შეწყვეტა და „ჰამასის“ და კიდევ ერთი რადიკალური მოძრაობის, „ისლამური ჯიჰადის“ მიერ 50-იდან 100-მდე მძევლის გათავისუფლება. გარდა ამისა, ისრაელის ციხეებიდან უნდა გათავისუფლდეს 300-მდე პალესტინელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა