თეგებით ძიება

"რო­გო­რია შენს სა­ხელს რომ და­გუ­გ­ლავ და "პორ­ნ­ჰაბ­ზე” ამო­გიგ­დებს ვი­დე­ოს? თვითმკვლელობას ვაპირებდი” - რას ყვებოდა ნინა წკრიალაშვილი უმძიმეს პერიოდზე?

მომღერალი ნინა წკრიალაშვილი ხანგრძლივი დუმილის შემდეგ გადაცემაში ,,მხოლოდ ლელასთან” თავის პირად ცხოვრებაზე, დამძიმებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. მან დიდი ტრავმა გადაიტანა, როცა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. მიმღერალმა  ,,მხოლოდ ლელასთან” თქვა, რომ ამ ფაქტმა გაანადგურა და რომ ეს იყო სიკვდილის ტოლფასი.

ბოლო 4 წელია, ნინა საბერძნეთში ცხოვრობს. იქ საყვარელ მამაკაცზე, ლიას აზარიასთან იქორწინა.  სანამ ქვეყნიდან წავიდოდა, ნინამ ,,ფარულ კონვერტში” ყოფილ პარტნიორზე ისაუბრა, რომელმაც, მისი თქმით, კადრები გაუვრცელა. ის ყვებოდა, რომ ამ კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი წლის პირ­ველ დღეს გა­ი­გო, როცა პირ­ველ იან­ვარს მის ტე­ლე­ფონ­ზე უც­ნა­უ­რი ზა­რე­ბი შე­მო­დი­ო­და და ყვე­ლა მის მდგო­მა­რე­ო­ბას კი­ხუ­ლობ­და.

ნინა წკრიალაშვილი: მარ­თლა რა არ გა­და­მი­ტა­ნია, მაგ­რამ ამ დროს ვი­ყა­ვი სრუ­ლი­ად უძ­ლუ­რი. გიჩ­ნდე­ბა კი­თხვე­ბი, რო­გორ გაგ­წი­რეს, არ გინ­და, იცო­ცხლო, ან გინ­და, მოკ­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც ეს ჩა­ი­დი­ნა. ვფიქ­რობ­დი, რო­გორ მო­მეკ­ლა, საქ­ვეყ­ნოდ მინ­დო­და, და­მე­ჯიჯგნა… რა უნდა მე­ფიქ­რა?

ადა­მი­ა­ნი რომ გი­მე­ტებს ისე, რომ ახალ წელს მე­სენ­ჯერ­ში ვირუ­სის სა­ხით მის­დის ეს 10 000 ადა­მი­ანს და ისი­ნი გა­და­უგ­ზავ­ნიდ­ნენ თა­ვის მე­გობ­რებს… თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ რა­შიც გა­მი­მარ­თლა, მყავს ყვე­ლა­ზე მა­გა­რი შვი­ლი!

ამ ვი­დე­ოს შემ­დეგ, ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, მიშა გა­სი­ტაშ­ვილ­მა წა­მიყ­ვა­ნა სტამ­ბოლ­ში, ფე­ხით რომ მევ­ლო ბევ­რი… ჩემს შვილს ვუ­თხა­რი: სან­დრო, რა­ღაც პრობ­ლე­მა მაქვს და ვერ გავ­ჩერ­დი მან­დ-მეთ­ქი. და ბავ­შვი მე­უბ­ნე­ბა – ,,რაზე მე­უბ­ნე­ბი, იმ ვი­დე­ო­ზე? კი, ვიცი… მე ვიცი, ვინც გა­გი­კე­თა ეს ყვე­ლა­ფე­რი და თუ ამ­დე­ნი იმი­ტომ იწ­ვა­ლე, რომ ამის გამო მოკ­ვდე, ასე­თი სუს­ტი ადა­მი­ა­ნი არ მგო­ნი­ხა­რო”.

მა­მას­თან არ მი­სა­უბ­რია ამა­ზე, მაგ­რამ დე­დას და ჩემს დას რომ ვუ­თხა­რი, მათი რე­აქ­ცია იყო: ძა­ლი­ან ცუ­დია, მაგ­რამ ასე­თე­ბი გა­და­გი­ტა­ნია? ჰო, სიკ­ვდი­ლი გა­და­მი­ტა­ნია, მი­ტო­ვე­ბა და დამ­ცი­რე­ბა გა­და­მი­ტა­ნია, ძა­ლა­დო­ბა გა­და­მი­ტა­ნია, ,,პა­ხა­ო­ბა”, შიმ­ში­ლი… მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რო­გორ მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ახლა – არა. თვით­მკვლე­ლო­ბას ვა­პი­რებ­დი, ყო­ველ­დღე მინ­დო­და, მოვმკვდა­რი­ყა­ვი… ორი ვა­რი­ან­ტი გაქვს: ან უნდა ადგე და გა­აგ­რძე­ლო ცხოვ­რე­ბა, ან უნდა მოკ­ვდე. იცი, რო­გორ გა­მო­ვე­დი კიდე? მე და ზა­ლი­კო ბერგერი წა­ვე­დით ბერ­ლინ­ში, გა­ვერ­თეთ, ბევ­რი დავ­ლი­ეთ და ბევ­რი ვი­ა­რეთ…

რო­გო­რია შენს სა­ხელს რომ და­გუ­გ­ლავ და ,,პორ­ნ­ჰაბ­ზე” ამო­გიგ­დებს ვი­დე­ოს? ეს ხდე­ბო­და თვე­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში… გა­მოკ­ვე­თი­ლია რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის IP მი­სა­მარ­თი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ და­ის­ჯე­ბა… ზუს­ტად ვიცი, ვინც არის შემ­კვე­თი… მე ძა­ლი­ან ვრის­კავ, ამას შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ცუდი რა­ღა­ცე­­ბი მოჰ­ყვეს, მაგ­რამ არ მე­ში­ნია! ეს ადა­მი­ა­ნი მე­მუქ­რე­ბა და ბევ­რმა მი­თხრა, რომ დღეს თუ არა, რა­ღაც პე­რი­ოდ­ში სი­ურპრი­ზებს ელო­დე…

ამ ადა­მი­ან­თან ვარ ასი პრო­ცენ­ტით მარ­თა­ლი, ჩემი უფ­ლე­ბე­ბი არა მ­ხო­ლოდ ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბით და­არ­ღვია, მა­ნამ­დეც არა­ერ­თხელ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­ზე მი­ი­ღებს პა­სუხს. ეს ადა­მი­ა­ნი არის – გი­ორ­გი შე­ლე­გია, იგი­ვე ,,ძაძა”. ამ ადა­მი­ან­თან მე მქონ­და ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი რო­მა­ნი, ურ­თი­ერ­თო­ბა. ჩემ­ზე დი­დად უფ­რო­სია და ძა­ლი­ან სკან­და­ლუ­რად და­ვას­რუ­ლეთ ურ­თი­ერ­თო­ბა მისი ტყუ­ი­ლე­ბის გამო, – ყვებოდა ნინა წკრიალაშვილი ,,ფარულ კონვერტში”.

წყარო - sarkenews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა