თეგებით ძიება

ოპოზიციას მწვავე კრიტიკული მოსაზრებები უნდა ჰქონდეს ნაცვლად იმისა, რომ მუდმივად ცრუ ბოიკოტებს გეგმავდეს - მიხეილ სარჯველაძე

მმართველი გუნდის წევრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციას მწვავე კრიტიკული მოსაზრებები უნდა ჰქონდეს ნაცვლად იმისა, რომ მუდმივად ცრუ ბოიკოტებს გეგმავდეს და დაკავებული იყოს რაღაც რევოლუციური სცენარების განვითარების მცდელობებით.

„ხელისუფლება ყველა შესაძლებლობას გააჩენს და ვეცდებით, რომ პროცესი მაქსიმალურად ინკლუზიური იყოს, მაგრამ ეს პირობა ვალიდურია მეორე პირობის გათვალისწინებით, რაც ერთდროულად უნდა შესრულდეს, რადგან ეფექტი ასეთ შემთხვევაში ექნება. არ შეიძლება, ვალდებულების შესრულებას ერთ მხარეს სთხოვდე და მეორეს მიმართ იგივე განწყობა არ იყოს. ოპოზიციას თანაბრად მნიშვნელოვანი და წონადი ვალდებულება აქვს, რაც იმას გულისხმობს, რომ ზედმიწევნით კონსტრუქციული იყოს. მას მწვავე კრიტიკული მოსაზრებები უნდა ჰქონდეს ნაცვლად იმისა, რომ მუდმივად ცრუ ბოიკოტებს გეგმავდეს და დაკავებული იყოს რაღაც რევოლუციური სცენარების განვითარების მცდელობებით“, – განაცხადა სარჯველაძემ “პირველ არხთან” საუბრისას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა