თეგებით ძიება

უკრაინას პუტინის მოკვლის უფლება აქვს - ზელენსკი

„უკრაინას აქვს უფლება მოკლას პუტინი“, - ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც გამოიყენებდა თუ არა უკრაინა პუტინის მოკვლის შანსს, თუ ამის შესაძლებლობა გაჩნდებოდა.

„ეს ომია და უკრაინას სრული უფლება აქვს დაიცვას თავი და საკუთარი მიწა“, - თქვა ზელენსკიმ The Sun-თან ინტერვიუში.

ამასთან, ბრიტანულ მედიასაშუალებასთან საუბარში ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციასთან სრულფასოვანი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიიდან რუსული არმიის გაყვანის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„ახლა, რუსეთის ფედერაციასთან ერთ მაგიდასთან დასხდომა, შეუძლებელია“, - აცხადებს ზელენსკი.

გარდა ამისა, ზელენსკიმ ინტერვიუში თქვა, რომ ომის დასრულებამდე არ არის მომხრე, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა