ორთაჭალაში ბავშვს სატვირთო მანქანა დაეჯახა - როგორია მისი მდგომარეობა?
ორთაჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გორგასლის 41 ნომერთან, კალანდაძის ქუჩის დასაწყისში, სატვირთო მანქანა სავარაუდოდ ბავშვს დაეჯახა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მძღოლს მანქანა დაუგორდა.
ჯერჯერობით უცნობია ბავშვის მდგომარეობა.
ადგილზე სამაშველო სამსახურია მობილიზებული.