რა ვითარებაა ორთაჭალაში, სადაც ტრაილერის დაჯახების შედეგად 15 წლის მოზარდი დაიღუპა?
ორთაჭალაში, სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად, 15 წლის მოზარდი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა გორგასლის 41 ნომერში, კალანდაძის ქუჩის დასაწყისში მოხდა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო დაგორდა, რამაც შემთხვევა გამოიწვია.
ადგილზე მობილიზებულია არიან სამართალდამცველები.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.