თეგებით ძიება

ორი წელი სიმულიანტობდა, მის მხარდამჭერებს შორისაც შეელახა რეპუტაცია - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ორი წელი იტყუებოდა, რომ კვდებოდა. მისი თქმით ყოფილი პრეზიდენტი ორი წელი სიმულიანტობდა.

„სიმულიანტობდა ორი წელი, ბოლომდე დააზიანა საკუთარი რეპუტაცია. დარწმუნებული ვარ, მის მხარდამჭერებს შორისაც კი შეელახა მას რეპუტაცია. როდესაც საკუთარი მხარდამჭერი გიყურებს და ხედავს, რომ სიმულიანტობ, ასეთ დროს პოლიტიკური იმიჯის შენარჩუნება არის წარმოუდგენელი. ასეთ დროს მისი სურვილი, რომ მობრუნდეს პოლიტიკაში, წარუმატებლობისთვის არის განწირული“, – განაცხადა კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საკუთარ თავზე იღებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს კოორდინაციას. ფიქრობს, რომ პარტიის გამოცდილი წევრები გარიყულები აღმოჩნდნენ საბჭოდან. მან საკუთარი მოსაზრებები სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა