შაკირას წინააღმდეგ დაწყებული დავა გარიგებით დასრულდა, მომღერალი დიდძალ ჯარიმას გადაიხდის
შაკირას წინააღმდეგ დაწყებული დავა გარიგებით დასრულდა - მომღერალი დიდძალ ჯარიმას გადაიხდის
კოლუმბიელი სუპერვარსკვლავის, შაკირას წინააღმდეგ გადასახადებისგან თავის არიდების გამო დაწყებული რამდენიმეწლიანი პროცესი დასრულდა. ბარსელონას პროკურატურის მიერ ორშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომღერალი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას აღიარებს და ჯარიმას სრულად გადაიხდის. ამით შაკირამ თავიდან აიცილა სასამართლო გარჩევა, რაც დღე დღეზე უნდა დაწყებულიყო.
ესპანელი პროკურორების მტკიცების მიხედვით, მომღერალმა 2012-2014 წლებში პირადი შემოსავლის შესაბამისად დაკისრებული ქონების გადასახადი არ დაფარა და ეს თანხა დღეს 15,6 მლნ დოლარს შეადგენს. სასამართლომ, შაკრას, დავალიანების სრულად გადახდასთან ერთად, დამატებით ჯარიმის გადახდაც დააკისრა. მან სახელმწიფოს ჯამში $27 მილიონი უნდა გადაუხადოს.
პროკურორები მომღერლისთვის 8 წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდნენ, მაგრამ შაკირა ციხის ნაცვლად, ჯარიმის გადახდას დათანხმდა. კოლუმბიელმა მომღერალმა მიღებული გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ოჯახში სიმშვიდის შენარჩუნება სურდა:
"ორი ვარიანტი მქონდა, ან ბოლომდე უნდა გამეგრძელებინა ბრძოლა ან დავთანხმებოდი და ეს ყველაფერი წარსულში დამეტოვებინა".
წყარო: CNN