თეგებით ძიება

ბათუმში უამინდობამ ახალი ბულვარის სანაპირო დააზიანა

ბათუმში უამინდობამ ახალი ბულვარის სანაპირო დააზიანა, - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა TV25 ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით,  შტორმის შედეგად, წაქცეულია ხეები, ქვიშა-ღორღმა დაფარა სასეირნო ბილიკები. ძლიერი წვიმის და ქარის გამო, ინერტული მასით დაიფარა პრომინადის მონაკვეთი.

გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე მობილიზებული სპეცტექნიკა ახორციელებს. მერიის ინფორმაციით, ქალაქში ძლიერ წვიმას მნიშვნელოვანი შეფერხებები არ გამოუწვევია. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა