თეგებით ძიება

„მე ვპატიჟებ რევოლუციის ვეტერანებს და ახალგაზრდებს“ - მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას ვარდების რევოლუციის 20 წლის აღსანიშნავ საიუბილეო ღონისძიებაზე იწვევს:

23 ნოემბერს, კინოსტუდიის დარბაზში, (დავით აღმაშენებლის გამზირი №164) საზეიმოდ აღვნიშნავთ “ვარდების რევოლუციის” 20 წლის იუბილეს. 

“ვარდების რევოლუციამ” საბოლოოდ შეცვალა საქართველოს ისტორია, დასვა ის მსოფლიო რუკაზე. ჩვენმა რევოლუციამ საფუძველი დაუდო პოსტსაბჭოთა რუსული სისტემის ნგრევას და საქართველო მთელი მსოფლიოსთვის მისაბაძ მაგალითად აქცია.

მე ვპატიჟებ რევოლუციის ვეტერანებს და ახალგაზრდებს - ერთად აღვნიშნოთ საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის პარტიული ღონისძიება, ამიტომაც მიუხედავად დღევანდელი პოზიციისა, ყველას დასწრებას მივესალმები - წერს მიხეილ სააკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა