თეგებით ძიება

გურჯაანში კისტის თოფით დაშავებული 9 წლის ბიჭი გარდაიცვალა

თვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში კისტის თოფით დაშავებული მოზარდი, გარდაიცვალა. ინფორმაციას პრაიმტაიმი ავრცელებს. 

ამ ხნის განმავლობაში, ბიჭს თბილისში მკურნალობდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით, მკურნალობის პროცესში სხვა ქვეყნიდან მოწვეული ექიმებიც იყვნენ ჩართული, თუმცა მდგომარეობის განსაკუთრებული სიმძიმის გამო, მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში 9 ოქტომბერს მოხდა.

მოზარდი მეზობელთან ერთად თამაშობდა, რა დროსაც თანატოლს ტყვია შემთხვევით გაუვარდა და ბიჭს თვალის არეში მოხვდა.

ბიჭი სამკურნალოდ ჯერ გურჯაანში, შემდეგ კი, თბილისში გადაიყვანეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა