თეგებით ძიება
21. 11. 2023 მსოფლიო

ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან - ბაიდენი „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევა ღაზაში "ჰამასის" მიერ დაკავებული მძევლების ნაწილის გათავისუფლებაზე ძალიან ახლოსაა.

"ჩვენ ახლა ძალიან ახლოს ვართ, ძალიან ახლოს. ჩვენ შეგვიძლია ამ მძევლების [ნაწილის] ძალიან მალე სახლში დაბრუნება", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

"მაგრამ მე არ მსურს დეტალებში შესვლა, რადგან არაფერია დასრულებული, სანამ არ გაკეთდება. [თუმცა] სიტუაცია ამ მომენტში კარგად გამოიყურება", - დასძინა ჯო ბაიდენმა.

ისრაელის დაზვერვის მონაცემებით, „ჰამასს“ მძევლად 230 ისრაელელი ჰყავს, მათ შორის ჩვილები, ბავშვები და ხანდაზმულები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა