„დღენახევრით, მაგრამ რაც მთავარია, საქართველოში ხვალიდან - ზეგ შუადღემდე გამოიდარებს“ - მეტეოროლოგი
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ წერს:
დღენახევრით, მაგრამ რაც მთავარია საქართველოში ხვალიდან - ზეგ შუადღებდე გამოიდარებს. უკან მოვიტოვებთ ამ უამინდობას და ქუჩებს, მოედნებს, ეზოებს, სახლებს მზის სხივები მოეფინება.
22 ნოემბერს - დასავლეთ საქართველოში +16, აღმოსავლეთში +13 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა.
როგორც მეუბნებიან დიასახლისებს აქვს ტანისამოსის გაშრობის პრობლემა ამ სველ ამინდებში და გპირდებით ხვალ საღამოს ესეც მოგვარდება, აღმოსავლეთის ფიონი სანაპირო ზოლში დაწევს ტენიანობას თქვენი ძვირფასი ტანისამოსი კი რათქმაუნდა გაშრება.
აქვე გეტყვით, რომ 23 ნოემბერს ანუ ზეგ საღამოს საათებში ისევ გაწვიმდება და 24 ნოემბერს დილით კვლავ გამოიდარებს.
მეტნაკლებად არამდგრადი ამინდები ამ კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
რა იქნება შემდეგ შეგატყობინებთ, უახლესი განახლებების მიხედვით - წერს კობა ფარტენაძე.