ჩვენი ბარიერი 5% ვერ იქნება, ჩვენი ბარიერია 40-45% - გიორგი ვაშაძე
"ჩვენი ბარიერი 5% ვერ იქნება, ჩვენი ბარიერია 40-45%", - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია-აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და ბარიერის შესახებ საუბრისას განაცხადა.
გიორგი ვაშაძის თქმით, თუ საარჩევნო ბარიერის ცვლილება დაინიცირდება, მაშინ მას მხარს დაუჭერენ, თუმცა "გამარჯვების“ პლატფორმამ ბარიერის დაწევის გარეშეც იცის, როგორ უნდა დაამარცხოს "ქართული ოცნება“.
"გამოვა ეს საკითხი? ჩვენ მას მხარს დავუჭერთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ბარიერი. გამარჯვების კოალიცია "ნაციონალური მოძრაობა - სტრატეგია აღმაშენებლის“ ამოცანაა გავიდეთ პირველ ადგილზე არჩევნებში. ჩვენი ბარიერი 5% ვერ იქნება , ჩვენი ბარიერია 40-45%, რომელიც უნდა გადავლახოთ და ამის გადალახვას ვაპირებთ. აუცილებლად ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში. დანარჩენ ბუღალტერიაში ვერ შევალ. შემოვა კანონი, მივცემ ხმას, არ შემოვა? მაინც ვიცით როგორ უნდა გავუშვათ რუსული რეჟიმი ხელისუფლებიდან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.