"დიდი გოგოა, ქალბატონია. მშურს მისი ქალურობის" - როგორი დედაა ალექსანდრა პაიჭაძე?
ფოტო მოდელმა, ალექსანდრა პაიჭაძემ „ვიზიტორის“ ეთერში დედობის შესახებ ისაუბრა.
"ვიკის დედობა შოკია. თან როგორი პატარაა იცით, დიდი გოგოა, ქალბატონია. მშურს მისი ქალურობის. ბოლო სამი თვე გავამჟღავნდეთ, რომ ვიკი ამ ქვეყანას მოევლინებოდა. ვიქტორია ყველაფერი კარგის და ბედნიერების მონაწილე იყო, არა მარტო ნეგატიურისა, რა თქმა უნდა.
დემეტრეც ისე გავზარდე, ყოველთვის ჩემთან ერთად იყო, ჩემს სამსახურში. ამან შედეგი გამოიღო, თამამად ვიტყვი, ძალიან დამჯერი და ნიჭიერი მსახიობია. პატარაობიდან დამყავდა, სულ ჩემთან იყო გადასაღებ მოედანზე, სულ ესმოდა რეჟისორის ბრძანებები: „გადაღებულია“, „დავიწყეთ“, „დავამთავრეთ“; ახლა სულ ვეუბნები, ერთ დუბლიანი ხარ-მეთქი,“ - ამბობს ფოტო მოდელი