„ეს ქალი წუხელ ვიპოვეთ ქუჩაში გაყინული... თავშესაფრიდან იმიტომ გამოაგდეს ზამთარში გარეთ, რომ ავად გახდა“ - აკა სინჯიკაშვილი უმძიმეს ვიდეოს აქვეყნებს
ქველმოქმედი, აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს:
„ქუჩაში რისთვის კვდებიან ადამიანები, უბრალოდ ვიდეოს უყურეთ!
კაცმა დაგვირეკა და ეს ქალი წუხელ ვიპოვეთ ქუჩაში გაყინული. თავშესაფრიდან იმიტომ გამოაგდეს ზამთარში გარეთ, რომ ავად გახდა და ეტლში ჩაჯდომა მოუწია.(!) ავადმყოფების გაჩერება იქ არ შეიძლება. ლილოს თავშესაფარს რომ ახსენებთ ხოლმე, ამ ქალს მოუსმინეთ და ყველაფერს გაიგებთ. თავშესაფრიდან გაგდების ყველაზე პოპულარულ ხერხზეც თავად მოგიყვებათ. ქალს თან ახლავს 1 ჯგუფის ინვალიდი შვილი, რომელიც ვერ ლაპარაკობს, თავისით ვერ დადის და გამვლელები აჭმევენ ორივეს.
ეს ქალი და მისი შვილი, აქ აუცილებლად ორივე გაიყინება და გაზაფხულამდე ცოცხალი ვერ გაძლებს. აქ არიან ვაგზალზე, "ოქროს ბირჟის" წინ. რა ვქნა მე, სად წავიყვანო? ვუყუროთ ყველამ, როგორ კვდებიან? ვისაც გეხებათ, არ გრცხვენიათ? ქუჩაში რომ ავადმყოფი ქალი კვდება, არაუშავს? ერთი ოთახი არ აქვს ქვეყანას ამ საცოდავებისთვის გესმით?
აქ ვარ მე და გელოდებით ყველას, ვისაც ეს ამბავი გაინტერესებთ!
მანამდე, ფართო ნაბიჯით დაიძარით ევროპისკენ, ამათ გადააბიჯეთ და ისე ოღონდ. ესენი ხომ არც კი ჩანან!“