თეგებით ძიება
22. 11. 2023 სპორტი

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, შესაძლოა, რიჩარდ კოკერილი გახდეს

საფრანგეთის სარაგბო კლუბის, „მონპელიეს“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ინგლისელი სპეციალისტი რიჩარდ კოკერილი, შესაძლოა, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდეს. ამის შესახებ lequipe.fr იუწყება.

გამოცემის ცნობით, ცნობით, კოკერილი ამჟამად საქართველოს რაგბის ფედერაციასთან მოლაპარაკებას აწარმოებს და კონტრაქტი უკვე 23 ნოემბერს უნდა გაფორმდეს.

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც მსოფლისო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სამი თამაში წააგო - ავსტრალიასთან, ფიჯისთან და უელსთან, ხოლო პორტუგალიასთან ფრე ითამაშა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა