თეგებით ძიება

ვითხოვ, დავიწყოთ დებატები და საჯარო პოლიტიკური დისკუსიის პროცესი - ვახტანგ მეგრელიშვილი

გირჩის“ ერთ-ერთი წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების გაერთიანებისთვის ჯერ საჭიროა დებატებისა და საჯარო პოლიტიკური დისკუსიის პროცესი დაიწყება, ვინაიდან ამომრჩეველმა იცოდეს, რატომ ერთიანდებიან პარტიები და საერთოდაც, რა უნდათ.

შესაბამისად, მისივე თქმით, ამ პროცესის შედეგად, რა გაერთიანებაც გამოდნება ის გაერთიანება იქნება ლეგიტიმური, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მექანიკური გაერთიანება, ყველასთვის დამაზიანებელია.

„ვითხოვ, რომ დავიწყოთ დებატების და საჯარო პოლიტიკური დისკუსიის პროცესი. ამ პროცესის შედეგად, რა გაერთიანებაც გამოდნება ის გაერთიანება იქნება ლეგიტიმური. დღეს, მექანიკური გაერთიანება, ჩემი აზრით, არის ყველასთვის დამაზიანებელი. დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებებით გაერთიანება ისე, როგორც მაგალითად, „დროას“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ გაერთიანება, ამან კი არ გაზარდა მათი ამომრჩეველი, არამედ შეამცირა, თუ იმ კვლევებს ვენდობით, რომელიც ქვეყნდება. ზუსტად ასე მგონია, მთავარი არის ის, რომ ჩვენ დავიწყოთ პოლიტიკური პროცესი, ამომრჩეველმა იცოდეს, ამ ხალხს დღეს მაინც, რა უნდა და თუ ეს გაარკვია, მაშინ გაერთიანება შეიძლება ბუნებრივი გამოვიდეს და ამას შედეგი ჰქონდეს, მაგრამ თუ ეს მოხდა ჩუმად, თქვენგან, საზოგადოებისგან მალულად მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს დააზიანებს თავად ოპოზიციას ვინც გაერთიანდება. ჩვენ მზად ვართ, რომ ამ პროცესში მონაწილეობა სრულად მივიღოთ, დისკუსიაში მივიღოთ მონაწილეობა ნებისმიერ პარტიასთან. მე დღეს არ შემიძლია ვთქვა, რომ ვიღაცასთან გავერთიანდები იმიტომ, რომ თვითონ ის აუცილებელი პროცესი არ გვაქვს, რომელიც საშუალებას მოგვცემდა შევქმნათ ისეთი კონფიგურაცია, რომელიც გასაგები იქნება ჩემი ამომრჩევლისთვის და იმ ხალხის ამომრჩევლისთვის ვისთანაც ეს შეთანხმება შედგა“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

მან უპასუხა შეკითხვას „გირჩი“ განიხილავს თუ არა თანამშრომლობას გიორგი გახარიას პარტიასთან „საქართველოსთვის“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

ჩვენ აბსოლუტურად არ გვაქვს არანაირი წინაპირობა, ჩვენ ვლაპარაკობთ ყველასთან, „ქართულ ოცნებასთანაც“, „ალტ ინფოსთანაც“, არ ვიცი, ნებისმიერ პოლიტიკურ აქტორთან“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა