ნივთები, რომელთა ქუჩიდან სახლში შეტანა არ შეიძლება
ყველა ნივთს გააჩნია მისი პატრონის ენერგეტიკა, რომელიც ყოველთვის დადებითი როდია. ამიტომაც არის, რომ ნაპოვნი ნივთის აღებით და სახლში მიტანით საფრთხეში იგდებთ თავს. გთავაზობთ, იმ ნივთების სიას, როელთა ქუჩიდან სახლში შეტანაც არ შეიძლება:
ფული და საფულე
ძნელია გვერდი აუარო ქუჩაში დაგდებულ ფულს, მით უმეტეს ქაღალდის კუპიურას, მაგრამ, გვერწმუნეთ, არ ღირს მისი აღება და სახლში მიტანა.
არავინ იცის, რა ენერგეტიკა დარჩა მასზე და ვის რისთვის სჭირდებოდა.
გასაღები
გასაღები სხვისი კარის პორტალია, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი აღება და სახლში მიტანა, იმიტომ, რომ ეს ნივთი აპრიორი სხვისი საკუთრება, რომლის ენერგეტიკის შესახებ თქვენ არაფერი იცით. ნაპოვნი გასაღების აღება მხოლოდ იმ მიზნით არის სასურველი, თუ მიზნად მისი დაბრუნება გაქვთ გადაწყვეტილი.
თმის სამაგრი, გულსაბნევი, ნემსი, დანა
მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთები თავისთავად სახიფათოა, ასეთმა საგნებმა შესაძლოა ცუდი ენერგიაც მოიზიდოს. როგორც წესი, ასეთ ნივთებს ნეგატივს შთაბერავენ ხოლმე. ამიტომ, აუცილებლად გვერდი აუარეთ ბასრ ნივთებს, თუნდაც იმ მიზეზით, რომ შესაძლოა ხელი გაგეჭრათ ან იჩხვლიტოთ რამე და მიიღოთ ჭრილობა.
სამკაული
სამკაულს მატერიალური და ემოციური ღირებულება აქვს. მას შესაძლოა ცუდი მოგონებებიც უკავშირდებოდეს. სწორედ ამის გამო შესაძლოა არცთუ კარგის მხრივ დაირღვეს იმ ადამიანის ენერგეტიკა, რომელიც ქუჩაში რომელიმე სამკაულს იპოვის და აიღებს. გირჩევთ, დატოვოთ ადგილზე. თუ ძვირად ღირებულია, ოქროა და ა.შ., და მის პატრონს ვერ აღმოაჩენთ, ჯობს გადაადნოთ და თქვენი საკუთარი სამკაული გააკეთებინოთ.
ჯვარი
არავითარ შემთხვევაში არ ღირს ჯვრის ან სხვა რომელიმე რელიგიური ატრიბუტის აღება და შინ წაღება. ასეთი ნივთები საკრალური აზრის მატარებელია.
სათამაშოები
ნებისმიერი სათამაშო ძალიან დიდ როლს თამაშობს ბავშვის ცხოვრებაში, ეს ნივთი ხშირად ამა თუ იმ ოჯახის წევრიც კი ხდება ხოლმე, ამიტომ, თუ ქუჩაში დაგებულ სათამაშოს იპოვით და სახლში მიიტანთ, დიდი ალბათობით მინიმუმ ორი ადამიანის ენერგეტიკულ ველს დაარღვევთ, მისას, ვინც დაკარგა და, ვისაც მიუტანთ. ამიტომ ჯობია სათამაშო თავის ადგილზე დატოვოთ, უსაფრთხოდ მოათავსოთ, რომ იქნებ პატრონმა მოაკითხოს.
საათი
საათი ძალიან სახიფათო ნივთია, არათუ სხვისის საათის აღება, მისი ჩუქებაც კი სახიფათოა. ამბობენ, რომ თუ ვიღაცის დაკარგულს საათს იპოვით და აიღებთ, თქვენ სხვის დაკარგულ დროს მოიპარავთ, ეს კი კარგად ნამდვილად არ დაუბრუნდება არავის. ასე რომ, უმჯობესია საათი თავად შეიძინოთ, ვინმესგან დამოუკიდებლად.
წყარო: shin.ge