ნიდერლანდებში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
დღეს, ნიდერლანდებში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო, რომლის შედეგებიც დაადგენს, თუ ვინ გახდება სახელმწიფოს შემდეგი პრემიერ-მინისტრი და შეცვლის მთავრობის ხელმძღვანელს, მარკ რუტეს.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 7:30 საათიდან გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება, როდესაც ნიდერლანდების ეროვნული მაუწყებელი NOS-ი ეგზიტპოლის პირველად შედეგებს გამოაქვეყნებს.
სოციალური გამოკითხვების მიხედვით, პირველი ადგილისთვის სამი პარტია იბრძოლებს, მათ შორის არიან სახალხო პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის (VVD), რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში რუტე ხელმძღვანელობდა, მემარცხენე-მწვანეებისა და ლეიბორისტების კოალიცია (GroenLinks-PvdA), რომელსაც ევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ფრანს ტიმერმანსი ხელმძღვანელობს და ხეერტ ვილდერსის ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტია.
ნიდერლანდების ყველაზე ხანგრძლივმა პრემიერ-მინისტრმა, რუტემ განაცხადა, რომ როგორც კი ახალი კოალიცია შეიქმნება, ის პოლიტიკას დატოვებს.