წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი - მძევლების გაცვლის საკითხში მხარეებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ
მძევლების გაცვლის საკითხში მხარეებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, - ამის შესახებ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აცხადებს.
„ამჟამად, ჩვენ მხარეებთან მოლაპარაკებებში აქტიურად ვართ ჩართული, რათა მათ მიღწეული ნებისმიერი ჰუმანიტარული შეთანხმების განხორციელებაში დავეხმაროთ“, - აცხადებს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცნობით, იგი მზად არის ისრაელსა და „ჰამასს“ მიღწეული შეთანხმების შესრულებაში დაეხმაროს.
„როგორც ნეიტრალური შუამავალი, მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რომ ჩვენ არ ვართ მოლაპარაკებების ნაწილი და მის შინაარსზე გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ. ჩვენი როლია ხელი შევუწყოთ მიღწეული შეთანხმების განხორციელებას“, - აღნიშნულია წითელი ჯვრის განცხადებაში.