არჩევნებზე ისინი მიიღებენ შესაბამის შედეგს. არავითარი გაერთიანება არ უშველით - კობახიძე ოპოზიციაზე
თუ ერთ და ორ პროცენტიანი პარტიები _ („ლელო“, გახარია ა.შ.) გაერთიანებაზე იფიქრებენ ეს მათთვის უკეთესი იქნება - ბარიერთან დაკავშირებით სპეკულაციები დაამთავრონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„იციან საკუთარი რეიტინგები, გაერთიანდნენ და ასე იზრუნონ ბარიერის გადალახვაზე. მე მგონია, რომ ოპოზიცია დისკრედიტირებულია. საზოგადოებამ დაინახა როგორ ეწეოდა ოპოზიცია ამ ქვეყანაში ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართული იყო მეორე ფრონტის გახსნაზე. საზოგადოებამ ეს ყველაფერი დაინახა და არჩევნებზე ისინი მიიღებენ შესაბამის შედეგს - არავითარი გაერთიანება მათ არ უშველით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მმართველ გუნდში საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხს, ოპოზიციის მხრიდან ხელოვნურად გაცოცხლებულ თემას უწოდებენ. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ, რადიკალები რევოლუციური გეგმების გარეშე დარჩნენ და ახლა საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხით, სპეკულაციების მოწყობას ცდილობენ.