თეგებით ძიება

თამაზ გინტურის საქმეს შესაბამისი უწყებები იძიებენ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დანაშაულზე დადგეს სასჯელი - ირაკლი კობახიძე

თამაზ გინტურის საქმეს შესაბამისი უწყებები იძიებენ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დანაშაულზე დადგეს სასჯელი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„რუსული აგრესიის აქტებზე საერთაშორისო გამოხმაურება არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება თამაზ გინტურის საქმის გამოძიებას, ამით დაკავებულები არიან შესაბამისი უწყებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დანაშაულზე დადგეს სასჯელი და ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე, რომლებიც ყველა ბერკეტს იყენებენ იმისთვის, რომ სამართალი აღსრულდეს“, - აღნიშნა კობახიძემ.

22 ნოემბერს, ევროპარლამენტში კენჭს უყრიან რეზოლუციას რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით.

თამაზ გინტური 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა, უკანონოდ დაკავების მცდელობისას, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მასთან ერთად მყოფი, მისი თანასოფლელი, ლევან დოთიაშვილი, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს, თუმცა 9 ნოემბერს ქართულ მხარეს გადმოსცეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა