უკრაინის აღდგენისთვის სულ მცირე 400 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო - გაერო
გაეროს შეფასებით, უკრაინის აღდგენისთვის სულ მცირე 400 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო. ამის შესახებ ევროპის, ცენტრალური აზიისა და ამერიკის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ, მიროსლავ იენჩამ განაცხადა.
„უკრაინის მთავრობასთან, მსოფლიო ბანკთან და ევროკავშირთან თანამშრომლობით, გაერომ დაიწყო უკრაინის ზიანისა და საჭიროებების მესამე სწრაფი შეფასება, რომელიც დასახავს უკრაინის მთავრობის საინვესტიციო პრიორიტეტებს აღდგენისა და რეკონსტრუქციის კუთხით. წინა შეფასება უკრაინის აღსადგენად საჭირო ხარჯებს 400 მილიარდ დოლარად აფასებდა“, - აღნიშნა მიროსლავ იენჩამ.
მისივე თქმით, ქვეყნისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად ათწლეულები იქნება საჭირო.