უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება
უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია დასასრულს მიუახლოვდა. ამ დროისთვის, ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. - ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქუჩაზე დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია-განახლება; გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ქვედა ფენები დაგებულია. სრულდება ტროტუარების მოწყობა და საჰაერო სადენების კაბელ-არხებში განთავსების სამუშაოები; მონტაჟდება გარე განათების ახალი ქსელი და ეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი გაჩერებები.
„პროექტის ფარგლებში, უსაფრთხოების მიზნით, ფერდის დამცავი კედლები ეწყობა, რომლის სამუშაოებიც ასევე ბოლო ეტაპზეა. უახლოეს დღეებში ასფალტის საფარის ზედა ფენა დაიგება და ნოემბრის ბოლოს, პროექტით გათვალისწინებული საგზაო სამუშაოები დასრულებული იქნება“, -აღნიშნა მერმა.