თეგებით ძიება

"მარტო არავინ დარჩა, ფანტასტიკური წყვილი ვართ" - ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუასთან დაშორების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

მოდელის, ალექსანდრა პაიჭაძის და დავით კოდუას წყვილის შესახებ საზოგადოებაში არაერთი ჭორი გავრცელდა. ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა და ბიზნესმენი პირველ მეუღლეს დაუბრუნდა. მაშინ, ფოტო მოდელს ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, დუმილი გადაცემაში „ვიზიტორი“ დაარღვია.

"ასაკობრივი სხვაობის გამოც ხდება ხოლმე ზოგჯერ კრიტიკა, რატომ ჰგონიათ, რომ 50 წლის მამაკაცები ბებრები არიან. ეს იმიტომ, რომ ვინც ამას წერს, ის 30 წლის ბიჭი თავად არის უვარგისი და სექსუალური ენერგეტიკა გამოცლილი…

მარტო არავინ დარჩა, თუკი ამას გადავწყვეტ, რომ დავრჩე მარტო, კი ბატონო, მაგრამ ეს არ მჭირდება, ფანტასტიკური წყვილი ვართ. ეს ყველაფერი წამოვიდა უბრალო ჭორებიდან,  მთელი თბილისი, ვაკე-საბურთალო და ვერა არის ჭორბიურო. თან უკვე კონსერვატორული, არასასიამოვნო გარემოა. გარეთ რომ გახვალ, მხოლოდ ეს აკერიათ პირზე, უბედურიაო…

ერთად ვართ, ბედნიერები. იმ დღეს, ჩვენი ცეკვა დავდეთ, ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს. მარტო ჩემს გვერდზე 700 000 ნახვა აქვს. დავწერე, ხალხო, ფაქტების უფრო გჯერათ, თუ ჭორების? ხალხს ურჩევნია, რომ ცუდი დაიჯეროს,“ - ამბობს პაიჭაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა