თინა ბოკუჩავას განცხადებით, მმართველი გუნდი არ ემსახურება იმ ძირეულ რეფორმების განხორციელებას, რომელზეც ევროკომისია საუბრობს
მმართველი გუნდი მუდმივად ცდილობს კოსმეტიკური ცვლილებებით გავიდეს ფონს, რომელიც არ ემსახურება იმ ძირეული რეფორმების განხორციელებას, რომელზეც ევროკომისია საუბრობს, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„ჩვენი ამოცანაა, ამ დათქმის გათვალისწინება, რაც არის მთავარი პრიორიტეტი ევროკომისიისთვის“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.
პარლამენტის და ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით, თბილისში კონფერენცია იმართება, სადაც 9 პრიორიტეტის შესრულების გზებზე მსჯელობენ. კონფერენციას როგორც ოპოზიცია, ისე მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.