თეგებით ძიება

თუ ხელმოცარულ ოპოზიციას რამე ადეკვატური აზრი ექნება, მზად ვართ მოვუსმინოთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაზე - ირაკლი ზარქუა

 ეს არის ევროდირექტივა, რეკომენდაცია, რომელიც გამოვიტანეთ საჯაროდ და ამ თემაზე არის დისკუსია, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ ​დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.

ზარქუამ სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ პუნქტზე, პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებაზე ისაუბრა.

„ევროკომისიამ თქვა, შემდგომ რომ არ მოხდეს აქცენტირება და პატარ-პატარა შპს-ებისა და იურიდიული ფირმების შექმნა და ამის საფუძველზე მილიონების ჩარიცხა, რეკომენდაციაა, რომ გონივრული ლიმიტები დაწესდეს. ეს ეხება როგორც მმართველ პარტიას, ისე ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. თუ ხელმოცარულ ოპოზიციას რამე ადეკვატური აზრი ექნება, მზად ვართ მოვუსმინოთ, გავიზიაროთ, დისკუსია გავმართოთ და რეგლამენტი დავადგინოთ ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა