5 ხრიკი, რომელიც გათბობის ხარჯების შემცირებაში დაგეხმარებათ
ჩვენ გასწავლით რამდენიმე ხრიკს, რომელიც დაგეხმარებათ შეამციროთ გათბობის ხარჯები.
საფეხურები:
მოაშორეთ ავეჯი რადიატორებისგან
დივნები, სკამები, მაგიდები და სხვა ავეჯი, რომლებიც განთავსებულია რადიატორის მოპირდაპირე მხარეს, ხელს უშლის სითბოს გავრცელებას მთელ ოთახში. დარწმუნდით, რომ ავეჯი არ “ბლოკავს” რადიატორის სითბოს, რათა ეფექტურად გაათბოთ სახლი.
დააყენეთ თერმოსტატული რადიატორის ვენტილი
თერმოსტატული რადიატორის ვენტილი არეგულირებს ცხელი წყლის ნაკადს რადიატორში ისე, რომ ოთახი იყოს ისეთი თბილი, როგორიც გსურთ. ვენტილი საშუალებას იძლევა სხვადასხვა ოთახში სხვადასხვა ტემპერატურაზე დააყენოთ, ან გაათბოთ მხოლოდ ის ოთახები, რომლებიც გსურთ.
გამოუშვით ჰაერი რადიატორებიდან
თუ რადიატორში ზედმეტი ჰაერი გროვდება, ის არ თბება სათანადოდ, რადგან ხელს უშლის გაცხელებული წყლის ცირკულაციას.
დააყენეთ ენერგიის დამზოგავი ფირი რადიატორის უკან
დააყენეთ ენერგიის დამზოგავი ფირი რადიატორის უკან და ის გადაიტანს სითბოს ოთახებში. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს სითბოს დაკარგვას სახლში.
არ გაათბოთ ყველა ოთახი
მნიშვნელოვანია, არ დახარჯოთ ფული ზამთარში გამოუყენებელი ფართების გათბობაზე. ამიტომ, თუ იცით, რომ ოთახს არ გამოიყენებთ, დარწმუნდით, რომ გამორთეთ რადიატორი და დახურეთ კარი, რათა ცივი ჰაერის ცირკულირება შეჩერდეს სივრცეში.
წყარო: https://www.rogor.ge/