„ყველაფრის თავიდათავი არის, ის მარაზმი, რასაც სპორტულ ფედერაციებში ხალხის პოლიტკური ნიშნით მოყვანა ქვია“ - მერაბ მეტრეველი
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ფეხბურთის ფედერაციაში შექმნილ ვითარებაზე სოციალურ ქსელში წერს:
ყველაფრის თავიდათავი არის, ის მარაზმი, რასაც სპორტულ ფედერაციებში ხალხის პოლიტკური ნიშნით მოყვანა ქვია. ხომ ყველას გახსოვთ,ლევან კობიაშვილი ფეხურთის ფედერაციის სათავეში როგორ მოიყვანეს. დიახ სწორედაც რომ მოიყვანეს, რადგან მის ასრჩევად კაცი დაიჭირეს. ერთ-ერთ დელეგატს,რომელიც კობიაშვილის კონკურენტის მომხრე იყო, არჩევნების დღეს სახლიდან გამოსლვისას პოლიცია დაადგა და ნარკოტიკის შენახვის ბრალდებით დააკვა. თქვენ გჯერათ ახლა,რომ კაცი, რომელიც ფედერაცის პრეზიდენტის არჩევნებზე მიდიოდა, ჯიბეში ნარკოტიკით გამოვიდა სახლიდან? წარმოდიგინეთ, მიდიხართ ფეხბუთის ფედერაციის ყრილობაზე და თან ნარკოტიკი მიგაქვთ, რა იცი რაში გამომადგესო.
სხვათაშორის ეს ამბავი იყო პირველი ღია ნიშანი იმისა, რომ „ოცნება“ ნაცებზე არანაკლები ავტორიტარიზმის დმაყერებას აპირებდა ქვეყანაში და ძალაუფლების შესანარჩუნებლად უკან არაფერზე დაიხევდა - წერს მერაბ მეტრეველი.
ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მიღებული სამი ყვითელი ბარათის გამო ხვიჩა კვარაცხელია მარტში, პლეიოფის ნახევარფინალს გამოტოვებს. საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მენეჯერმა, გიორგი კაციტაძემ ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით შეცდომა მან დაუშვა.