თეგებით ძიება

"განსაკუთრებით სასტიკი და მძიმე დანაშაული" - ევროპარლამენტარი თამაზ გინტურის მკვლელობაზე

"განსაკუთრებით სასტიკი და მძიმე დანაშაული" - ასეთი შეფასება მისცა ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას. 

მისი თქმით, აუცილებელია იმ პირების პასუხისგებაში მიცემა, რომლებიც სისტემატურად არღვევენ ადამიანის უფლებებს.

"კოლეგებო, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე 1 დღით ადრე საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს არის განსაკუთრებით სასტიკი და მძიმე დანაშაული. მას შემდეგ, რაც რუსეთმა წამოიწყო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს მსგავსი ინციდენტების მუდმივი ნაკადია. ადგილობრივ მაცხოვრებლებს უკანონოდ აკავებენ, მათი უფლებები მუდმივად ირღვევა, გადაადგილების უფლებას უკანონოდ უკრძალავენ. რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ მცოცავ ოკუპაციას, ბორდერიზაციას, პასპორტიზაციას. ჩვენ მუდმივად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ სანამ ვითხოვთ ოკუპაციის დასრულებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ იმ პირებს, რომლებიც მუდმივად არღვევენ ადამიანის უფლებებს", - განაცხადა სვენ მიქსერმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა