ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს
დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ტაძრებში დილიდან წირვა შესრულდება. სიონში ელოდებიან ილია მეორეს. საეკლესიო მსახურებას სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო.
ქართული ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ - 6 მაისს და 23 ნოემბერს აღნიშნავს. დღევანდელი დღე საქართველოში უქმედ არის გამოცხადებული.