"ქმარი ხელში ჩამაკვდა...“ - რას ამბობს მედეა ლორთქიფანიძე? (ვიდეო)
მსახიობი, მედეა ლორთქიფანიძე გადაცემა „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი იყო. მსახიობმა მეუღლის გარდაცვალების ამბავი გაიხსენა, რომლის შემდეგ დეპრესიას თავი დიდხანს ვერ დააღწია.
„ჩემი შვილი იყო 13 წლის, როდესაც მეუღლე გარდაიცვალა. მეუღლე სამამულო ომის მონაწილე იყო. ომიდან, რომ დაბრუნდა, შაქარი ჰქონდა. ყველანაირად ხელს ვუწყობდი. სასმელს ვუკრძალავდი, ტკბილსაც არ ვაჭმევდი. მძღოლი ჰყავდა, რომელსაც მამა გარდაეცვალა კახეთში. თებერვალი იყო, უნდა წავიდეო, თქვა. დიდი თოვლი იყო. ვუთხარი, არ წასულიყო, მაგრამ არ დამიჯერა. კახეთში სეფა ჰქონდათ გაშლილი, გაცივდა, დაემართა ფილტვების ანთება, რომ ჩამოვიდა, ორი დღე იცოცხლა. ვერაფერმა უშველა. ქმარი ხელში ჩამაკვდა. დეპრესია მქონდა, სახლიდან არ გავდიოდი. ფინანსურად მიჭირდა, ოქრო, რაც მქონდა, გავყიდე.“ – ამბობს მედეა ლორთქიფანიძე.