თეგებით ძიება

"დიდი მადლობა ბატონო მიშა, კიდევ, მადლობას ვუხდი ანა ფოტიგას, მთელი ევროპარლამენტის შეწუხებისთვის“ - თამაზ გინტურის ძმა

საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, გივი გინტურმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართა და მადლობა გადაუხადა. 

„მოგესალმებით, მივესალმები მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელმაც ციხიდან გამოგზავნა სამძიმრის წერილი ჩემი ძმის ოჯახში. დიდი მადლობა, ბატონო მიშა. გიორგობის დღე ყოფილიყოს თქვენთვის გამოშვებისა და გამოჯანმრთელების დღე. ბატონო მიშა, კიდევ, მადლობა მინდა გამოვუცხადო ანა ფოტიგას მთელი ევროპარლამენტის შეწუხებისთვის“, - აღნიშნა გივი გინტურმა.

ცნობისთვის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა რეზოლუცია მოამზადეს, რომელსაც ევროპარლამენტი დღეს, 23 ნოემბერს უყრის კენჭს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა