თეგებით ძიება
23. 11. 2023 მსოფლიო

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავის ამოქმედების ზუსტი დრო უახლოეს საათებში გამოცხადდება - კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის მაჯიდ ალ-ანსარის განცხადებით, ქვეყანა მუშაობს ისრაელსა და „ჰამასთან“ და პოზიტიურ პროგრესს აღწევს მძევლების გათავისუფლების საკითხში, ზავის ამოქმედების ზუსტი დრო კი უახლოეს საათებში გამოცხადდება.

კატარმა, ისრაელმა და „ჰამასმა“ გუშინ დაადასტურეს, რომ შეთანხმება დღეს დილის 10:00 საათიდან ამოქმედდებოდა, თუმცა მოგვიანებით ისრაელურმა მხარემ განაცხადა, რომ ლოგისტიკური საკითხების გამო ზავი პარასკევის დილამდე ვერ ამოქმედდება.

ისრაელი 50 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, 4-დღიან ზავს დათანხმდა. შეთანხმების მიხედვით, „ჰამასი“ 7 ოქტომბერს მძევლად აყვანილ 50 ისრაელელს, მხოლოდ სამოქალაქო პირებს - ქალებსა და ბავშვებს გაათავისუფლებს. სანაცვლოდ ისრაელი ღაზის სექტორში ცეცხლის 4 დღით შეწყვეტას დათანხმდა, პარალელურად კი, ციხიდან 150 -მდე პალესტინელ პატიმარს, ძირითადად ქალებსა და მოზარდებს გაათავისუფლებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა