თეგებით ძიება

"ნაციონალურმა მოძრაობამ" საშინელი დანაშაულები ჩაიდინა ომამდე და ომის მერეც - გიორგი ვოლსკი

სისტემური იყო ადამიანის უფლებების დარღვევა და გარდა ამისა, საშინელი დანაშაულები ჩაიდინეს ომამდე და ომის მერეც, როდესაც საქართველოს დააბრალეს საომარი მოქმედებების დაწყება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

„სააკაშვილმა განაცხადა, რომ არცერთი ადამიანი, ვინც დღეს პარლამენტშია, არ უნდა იყოს ახალ სიაში. მაშინ ეს მანიფესტი ვისზეა გათვლილი. იმ ადამიანებზე, ვინც 2004-2005 წელს შეიძლება საერთოდ არ იყო დაბადებული ან ომის პერიოდში იყო ძალიან პატარა, 2-3 წლის და დღეს უკვე ამომრჩეველია. მათზეა გათვლილი. ეს არის სატყუარა, რომლითაც უნდათ, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს თავი მოაჩვენონ, როგორც პროგრესის მოყვარულებმა და საქართველოს სტაბილურ განვითარებაზე მზრუნველმა ადამიანებმა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიისა და მიხეილ სააკაშვილის 23 ნოემბრის მანიფესტი გამოაქვეყნა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა