თეგებით ძიება

ევროპარლამენტში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის საკითხზე დებატები გაიმართა

ევროპარლამენტში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა.

ევროპალამენტარმა, ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე, ევროკავშირის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მსგავსი სანქციების სიის შექმნა მოითხოვა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მსგავსი დანაშაულებისთვის შესაბამისი პირების დასანქცირებას ისახავს მიზნად.

მირიამ ლექსმანმა რეზოლუციის განხილვის დროს სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დააფიქსირა.

„ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს, დაწესდეს სანქციები. რუსეთმა კი უკანონო ოკუპაცია უნდა შეაჩეროს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ვგმობთ რუსეთისა და მისი მარიონეტების მცდელობებს, რომლითაც ცდილობენ, რომ ამ მიზნებს ძირი გამოუთხარონ“, - განაცხადა მირიამ ლექსმანმა.

რეზოლუციის ტექსტში ევროპარლამენტარები საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას გმობენ და საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ.

ევროპარლამენტარები ასევე გამოხატავენ მხარდაჭერას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. რეზოლუციის შესახებ კენჭისყრა ევროპარლამენტში დღეს შედგება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა