თეგებით ძიება
23. 11. 2023 სპორტი

მარიამ მურღვლიანმა საქართველოს ძალოსანთა 20-წლამდე ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოუტანა

ძალოსანთა 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე მარიამ მურღვლიანმა საქართველოს ნაკრებს 3 ოქროს მედალი მოუტანა. ქართველმა სპორტსმენმა ატაცში 102 კილოგრამი დაძლია და საუკეთესო იყო, აკვრაში კი 123 კილოგრამი. მურღვლიანმა ორჭიდის ჯამში 225 კილოგრამი დააგროვა, ოქროს მედლის მფლობელი გახდა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა გიორგი კირვალიძემ, რომელმაც ჩვენს ქვეყანას 1 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოუტანა. ხოლო გურამ ვეკუას ანგარიშზე 2 ბრინჯაოს მედალია.

საერთო ჯამში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა მექსიკაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 10 მედალი მოიპოვეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა