თეგებით ძიება
23. 11. 2023 მსოფლიო

უკრაინაში სტომატოლოგთან კბილის დამუშავების დროს ბავშვი გარდაიცვალა - რა გახდა ამის მიზეზი?

ტერნოპოლში (უკრაინა) სტომატოლოგიურ საავადმყოფოში, 2 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვი გარდაიცვალა. ტრაგედიის წინასწარი მიზეზი გულის მწვავე ფილტვის უკმარისობა იყო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 

გამოცემის ცნობით, გამოძიება დაიწყო ექიმების მიერ ბავშვის მკურნალობის დროს პროფესიული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე.

სამართალდამცავებმა გაარკვიეს, რომ პატარა ბიჭს კბილები დაუმუშავეს, ბავშვი კი ზოგადი ანესთეზიის ქვეშ იმყოფებოდა.

„მკურნალობის დროს არტერიული წნევის დაქვეითების გამო, ბიჭი გადაიყვანეს რეანიმაციაში, სადაც გარდაიცვალა... სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სიკვდილის წინასწარი მიზეზი ფილტვისმიერი გულის მწვავე უკმარისობაა“, - აცხადებენ პროკურატურაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა