"დავიყვირე, მიშველეთ-თქო და მერე გავითიშე, მეტი არაფერი მახსოვს“ - ახალი დეტალები ჭიათურაში მომხდარ ტრაგედიაზე
ჭიათურის რაიონში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. სოფელ რგანში სარიტუალო დარბაზში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა, სავარაუდოდ, დაზიანდა საყრდენი კედელი, რის შედეგადაც, შენობის ნაწილი ჩამოინგრა და იქ მყოფი პირები მოიყოლა. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
"ხარაჩოზე რომ ვიყავი დამარტყა [ტალღამ], გადამაგდო, დავიყვირეთ მიშველეთ-თქო და მერე გავითიშე, მეტი არაფერი აღარ მახსოვს. კედელთან ვმუშაობდით, დამხმარე მოწყობილობაზე ვიდექი, ვსვარკავდი, შემდეგ ეს მოხდა", - იხსენებს შემთხვევის შედეგად დაშავებული.