მოვითხოვთ ოკუპაციის დასრულებას, ადამიანის უფლებების დამრღვევებმა პასუხი უნდა აგონ - სვენ მიქსერი
"ევროკავშირი ყოველთვის უჭერდა და მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ იმ დროს, როდესაც ჩვენ მოვითხოვთ ოკუპაციის დასრულებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ასევე მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანის უფლებების კონკრეტულმა დამრღვევებმა პასუხი აგონ. ამ მიზნით, ჩვენ მოვუწოდებთ საბჭოს, საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციის შეიმუშაოს იმ პირების სია, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ადამიანის უფლებების დარღვევაზე და დააწესოს ეფექტური მიზნობრივი სანქციები მათ წინააღმდეგ."
განაცხადა ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა. საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის საოკუპაციო ძალების მიერ მკვლელობაზე რეზოლუციას ევროპარლამენტში კენჭს, სავარაუდოდ, დღეს უყრიან.