რამდენი გიორგი ცხოვრობს საქართველოში?
23 ნოემბერს, საქართველოში გიორგობის დღესასწაული აღინიშნება. ამ დღესასწაულის მნიშვნელობას ადასტურებს, როგორც 23 ნოემბრისთვის მინიჭებული უქმე დღის სტატუსი, ასევე ისიც, რომ სახელი გიორგი, ისევე როგორც მისი რამდენიმე ვარიანტი საქართველოში ყველაზე პოპულარულია.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში 193 443 გიორგი ცხოვრობს. თუ გიორგისთან მომიჯნავე სახელებსაც აღვრიცხავთ, მაგალითად გოგას, გიგას, გიოს, გიას, ჟორას, გოგიტას და გოშას, ჯამში - 224 131 ადამიანზე ავდივართ. გამოდის, რომ გიორგი საქართველოს მოსახლეობის 5.2%-ს ჰქვია, მაგრამ მამაკაცების შემთხვევაში ეს რიცხვი გაცილებით დიდია და 10.7%-ს შეადგენს.
წყარო - bm.ge