თბილისში სიმაღლიდან გადავარდნის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, მაღალი სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ჯერჯერობით ასევე უცნობია შემთხვევა თვითმკვლელობას ეხება თუ არა.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
წყარო: gttv.ge